← სიახლეებზე დაბრუნება

საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა

27 დეკემბერი, 2024

 საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა
🎄 🎁 საქველმოქმედო ბაზრობები ჩვენი სკოლის დიდი ტრადიციაა - წელს საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა მეხუთე კლასელებმა გამართეს და შემოსული თანხა ჟუჟუნაძეების ოჯახს გადასცეს.

🎄 🪧 საქველმოქმედო ბაზრობაზე მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალებით შექმნილი პროდუქცია გაიყიდა.

🪧 🎁 ოთხივე მეხუთე კლასმა უგემრიელესი პროდუქცია და ულამაზესი სუვენირები მოამზადა.

✊ ️ 👉  ბავშვები ძალისხმევას არ იშურებდნენ რომ რაც შეიძლება სარფიანად გაეყიდათ დახლზე გამოტანილი საკონდიტრო ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები თუ სუვენირები.

🎺  🎸  მუსიკალური ნომრების ნაწილი, როგორც ყოველთვის,  ყველაზე სახალისო და მხიარული აღმოჩნდა.

🖼  🪧  ბავშვების მიერ შექმნილი პოსტერები და მათ მიერ მოფიქრებული სლოგანები იყო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი - 

 ✔️  "გავუთბოთ ერთმანეთს გულები"
 ✔️  "ჩვენი სიკეთით გავათბობთ თეთრად დაფიფქულ ქალაქს"
  ✔️  "ჩვენი ხელებით შევქმნით სიკეთის სამყაროს"
  ✔️  "აჩუქე სიკეთე, შეცვალე სამყარო"
  
📃  დღეს შეჯამდა ბავშვების ნამუშევარი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდნენ.

♥️  👏  მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მეხუთე კლასს, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს.

♥️  🎉  სიკეთე მართლაც გადამდებია და ამაში არაერთხელ დავარწმუნეთ გარშემომყოფები!