იცით, რომ სკოლის ეზოში საოცარი ბინადრები გვყავს? 🌳🐦🐿️ პატარა პრომეთელებმა კი მათზე ზრუნვა გადაწყვიტეს.
💚 1-IV კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე იმუშავეს საინტერესო პროექტზე. ბავშვებმა თავად გამოიყენეს სხვადასხვა მეორადი ნივთები და საკუთარი ხელით შექმნეს ფერადი სახლი-ბუდეები ფრინველებისთვის, რომლებიც ხეებზე თავად დაკიდეს🌳🐦🩵
🏡 ახლა ჩვენი ეზო კიდევ უფრო თბილი, უსაფრთხო და მყუდროა პატარა ბინადრებისთვის.