← სიახლეებზე დაბრუნება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონფერენცია - 2026

5 მაისი, 2026

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონფერენცია - 2026
აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი - მეცნიერება იწყება შენით! 🔬
🧪 ⚗️ ტრადიცია გრძელდება - სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ყოველწლიური „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონფერენცია- 2026“ ჩატარდა.
📌 წელს პრომეთეს VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეებმა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო თემები წარმოადგინეს, სადაც მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირეს და საკუთარი ხედვებით გაამდიდრეს:
🔹 „უხილავი მხატვარი“ - ქიმია ჩვენს სამყაროში
🔹 ნუტრიგენეტიკიდან - პერსონალიზებულ კვებამდე
🔹 ღეროვანი უჯრედები
🔹 ქიმია კოსმეტოლოგიაში
🔹 კლოსტრიდის ბაქტერია
🔹 ოპტიკური ილუზიები
🔹 როცა ქიმია სიცოცხლეს ქმნის
🔹 ანტიბიოტიკები
🔹 რადიუმი - ერთდროულად წამალი და შხამი
🔹 გენეტიკა და სპორტი
🔹 განახლებადი ენერგია - მზის პანელები
თითოეული თემა წარმოადგენდა კვლევაზე დაფუძნებულ, გააზრებულ და შემოქმედებითად გადმოცემულ ნაშრომს, სადაც ნათლად გამოჩნდა, როგორ იქცევა საგაკვეთილო პროცესზე მიღებული თეორიული ცოდნა - პრაქტიკულ აღმოჩენად.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ - მათი შრომის, ინტერესისა და ცოდნის აღიარებად.
მადლობა კათედრის ხელმძღვანელს და პედაგოგებს!
წარმატებები ჩვენს მომავალ მეცნიერებს🩵