მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა ციფრულ ეპოქაში
8 მაისი, 2026
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც VIII კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად იმსჯელეს ეკრანის დროის გავლენაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე, თანამედროვე ციფრული გარემოს შესაძლო რისკებსა და პრევენციის ეფექტიან გზებზე
მოსწავლეებმა დისკუსიის ფორმატში გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს ციფრულ გარემოში ჯანსაღი ბალანსის მნიშვნელობაზე 
და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები მენტალური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. 

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში 
, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი - თეონა ძაგნიძე




