← სიახლეებზე დაბრუნება

ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისათვის

14 მაისი, 2026

ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისათვის
✨🏫სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ 15 მაისს, 18:00 საათზე, გამართავს ღია კარის დღეს პირველკლასელთა მშობლებისათვის🧑‍🧑‍🧒‍🧒
🎓შეხვედრის ფარგლებში სტუმრები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სკოლის აკადემიური სტანდარტების, სწავლების მიდგომების, საგნობრივი მიმართულებებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ უზრუნველჰყოფს.
⤵️მათ, ვისაც წინასწარი რეგისტრაცია არ გაგივლიათ, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: 🔗 https://new.promete.ge/statements
📚ღია კარის დღე შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ გაეცნოთ სკოლის საგანმანათლებლო ხედვას, სასწავლო პროცესის სპეციფიკას, მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოსა და იმ ღირებულებებს, რომლებიც წლების განმავლობაში „პრომეთეს“ წარმატების საფუძველს ქმნის.
🧑‍🎓👩‍🎓გმადლობთ ინტერესისა და ნდობისთვის - გელოდებით ღია კარის დღეზე🩵