← სიახლეებზე დაბრუნება

რა? სად? როდის? -2026

3 ივნისი, 2026

რა? სად? როდის? -2026
საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით და ისტორიის პედაგოგის ნიკოლოზ ქაჯაიას ხელმძღვანელობით, სკოლა-ლიცეუმ “ პრომეთეში“ ტრადიციად ქცეული ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რეგულარული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
🔸 ფინალური შეხვედრა ჩემპიონატის ღირსეული დასასრული აღმოჩნდა. მთელი სეზონის განმავლობაში პრომეთეს მონაწილე გუნდები ცოდნის, ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარებს ავლენდნენ, ხოლო ფინალში საუკეთესოები ერთმანეთს გამარჯვებისთვის დაუპირისპირდნენ.
✨ ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და მადლობას ვუხდით ჩემპიონატის ყველა მონაწილეს მონდომების, აქტიური ჩართულობისა და ღირსეული ასპარეზობისთვის 📚🏆