← სიახლეებზე დაბრუნება

ქიმიური შოუ

19 ივნისი, 2026

ქიმიური შოუ
🧪 როცა გაკვეთილი სანახაობრივ ექსპერიმენტად გადაიქცევა…
პრომეთეში სასწავლო წლის დასასრულს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით, ტრადიციული ქიმიური შოუ ჩატარდა, რომელმაც მეცნიერება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
⛺ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ქიმიის მასწავლებლებმა წარმოადგინეს სახალისო, თვალსაჩინო და უსაფრთხო ექსპერიმენტები, რომლებმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.
⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება: წარმოდგენილი ექსპერიმენტები ჩატარდა პროფესიონალების მიერ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. გთხოვთ, მსგავსი ცდები სახლში ან უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ გაიმეოროთ.