საშემოდგომო კოსტუმირებული კარნავალი პრომეთეში
28 ოქტომბერი, 2026
29-30 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ უმასპინძლებს ყოველწლიურ, ტრადიციად ქცეულ საშემოდგომო კოსტუმირებულ კარნავალს!
ამ დღეებში პრომეთელები საყვარელ ფილმის, მულტფილმისა თუ ზღაპრის გმირებად გარდაისახებიან, ფერად და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ და დაუვიწყარ თავგადასავალს შექმნიან! შემოდგომა პრომეთეში განსაკუთრებულად ჯადოსნური იქნება!